shenisvla.ge
KA
ქართულიEnglish
☰
თამაშებიროგორ ვითამაშოდახმარება
KA
ქართულიEnglish

SHENISVLA CLUB · მხოლოდ 1×1

სამკარტა ბურა ონლაინ

სამკარტა ბურაში ერთი მოწინააღმდეგე გყავს. ხელში სამი კარტით წყვეტ, როდის გამოიყენო კოზირი, რომელი კარტი გაატანო და როდის თქვა დავი.

უფასო · ანგარიშით ან სტუმრად · ჩამოტვირთვის გარეშე

გაეცანი თამაშს

როგორ ვითამაშოთ ბურა · 3 კარტა

მოიგე დარიგებები და პირველმა მიაღწიე მატჩის სამიზნე ქულას.

გაჭრა — მეტოქის ჯვრის დამას ჯვრის მეფე ჭრის. გატანება — თუ ყვავი კოზირი არ არის და იმავე დამაზე ყვავის ვალეტს ატან, ეს კარტები მეტოქეს რჩება.
  1. 3-კარტა ბურაში ორი მოთამაშე მონაწილეობს; თითოეულს ხელში სამი კარტა აქვს.
  2. ჩამოსვლისას შეგიძლია ითამაშო ერთი კარტა ან ერთი მასტის რამდენიმე კარტა. პასუხისას მოქმედებს გაჭრისა და გატანების წესები.
  3. აღებულ კარტებში ტუზი 11 ქულაა, ათიანი 10, მეფე 4, დამა 3 და ვალეტი 2.
  4. საკუთარი სვლისას, მათ შორის პასუხის გაკეთებამდე, შესაძლებელია დავი, სე, ჩარი, ფანჯი და შაში. მაქსიმალური გაზრდა 6 ქულაა.
  5. დარიგების მოგებისთვის მატჩის ანგარიშს დარიგების ღირებულება ემატება. სამიზნე ქულამდე მისვლისას მატჩი სრულდება.
  6. სამი კოზირით ბურის ჩამოსვლა მიმდინარე რაუნდს პირდაპირ ასრულებს მოწინააღმდეგის პასუხი საჭირო აღარ არის.
  7. მალიუტკა რიგით გამოცხადდება თუ ურიგოდ, ამას მაგიდის შემქმნელი წინასწარ ირჩევს.

დაიკავე ადგილი მაგიდასთან

მალიუტკის წესი და არჩეული ტემპი თამაშის დაწყებამდე გადაამოწმე მაგიდის პარამეტრებში.

  1. შედი ანგარიშით ან აირჩიე სტუმრის რეჟიმი.
  2. შექმენი მაგიდა ან შეუერთდი თავისუფალ ადგილს.
  3. პირადი მაგიდიდან დააკოპირე მოწვევის ბმული და გაუგზავნე მეგობარს.
  4. როცა ყველა მონიშნავს „მზად ვარ“, თამაში ავტომატურად დაიწყება.
ლობიში შესვლა →

ხშირი კითხვები

რა არის მალიუტკა?

სამივე კარტი ერთი არაკოზირი მასტისაა. მაგიდის წესით მისი გამოცხადება შეიძლება რიგით ან ურიგოდ.

რას ნიშნავს „ვარ“?

სამკარტა ბურაში საკუთარი ჩამოსვლისას აცხადებ, რომ უკვე გაქვს 31 ქულა. არასწორი გამოცხადებით დარიგებას აგებ.