shenisvla.ge
KA
ქართულიEnglish
☰
თამაშებიროგორ ვითამაშოდახმარება
KA
ქართულიEnglish

დახმარება და ხშირი კითხვები

აირჩიე კითხვა პასუხის სანახავად.

ანგარიში მჭირდება სათამაშოდ?

ლობიში შეგიძლია სტუმრად შეხვიდე სახელით. პირადი ისტორიისა და რეიტინგისთვის ანგარიშით ითამაშე.

როგორ მოვიწვიო მეგობარი?

აირჩიე თამაში, ლობიში შექმენი კერძო მაგიდა და გაუზიარე მეგობარს მოწვევის ბმული.

როგორ მოვხვდეთ ერთ გუნდში?

წყვილებში თამაშისას აირჩიეთ ერთმანეთის მოპირდაპირე ადგილები. დაწყებამდე გადაამოწმეთ გუნდების განაწილება.

როგორ დავბრუნდე მიმდინარე პარტიაში?

გახსენი ლობი იმავე ანგარიშით. სტუმრის შემთხვევაში გამოიყენე იგივე ბრაუზერი მოქმედი სესიით. თუ ადგილი ისევ შენია და თამაში მიმდინარეობს, მაგიდას დაუბრუნდები.

რატომ ვერ ვნახულობ ძველი პარტიის სვლებს?

პარტიის სვლები დასრულებიდან შვიდი დღეა ხელმისაწვდომი. შემდეგ პროფილში რჩება შედეგი და სტატისტიკა.

როგორ შევცვალო პროფილის ფოტო?

პროფილში აირჩიე ფოტო, დააყენე მასშტაბი და შეინახე მოჭრილი გამოსახულება.

როგორ აღვადგინო პაროლი?

ელფოსტით შესვლის ფორმაში აირჩიე პაროლის აღდგენა და მიჰყევი ელფოსტაზე მიღებულ ინსტრუქციას.

რა გავაკეთო, თუ თამაშში ხარვეზი შევნიშნე?

მაგიდის ხელსაწყოებში აირჩიე „ხარვეზის შეტყობინება“. აღწერე რას ელოდი და რა მოხდა. შეტყობინებას ავტომატურად დაერთვება მაგიდისა და ეკრანის მონაცემები. მაგიდის გარედან მოგვწერე საკონტაქტო გვერდიდან.

რა ხდება ერთ სვლაზე 35 ქულის დაწერისას?

ერთი დაწერით 35 ქულა მთელ მატჩს იგებს, სამიზნე ანგარიშის მიუხედავად.

დომინო · წესები