shenisvla.ge
KA
ქართულიEnglish
☰
თამაშებიროგორ ვითამაშოდახმარება
KA
ქართულიEnglish

SHENISVLA CLUB · 1×1 და გუნდური 2×2

დომინო ონლაინ

თუ დომინოს თამაში ორი ორზე წყვილებში გინდა, აირჩიე 2×2 მაგიდა. პარტნიორი შენ პირდაპირ ზის და ქულებს ერთად აგროვებთ. ერთ მეგობართან სათამაშოდ აირჩიე 1×1, სადაც სვლის უქონლობისას ქვას ბაზრიდან იღებ.

უფასო · ანგარიშით ან სტუმრად · ჩამოტვირთვის გარეშე

გაეცანი თამაშს

როგორ ვითამაშოთ დომინო

დააგროვე მაგიდაზე მითითებული ქულები მარტო ან პარტნიორთან ერთად.

ორი ღია ბოლოა — 5 და 5. ჯამი 10-ია, ამიტომ ამ სვლით 10 ქულას იღებ.
  1. თამაში იყენებს 28 ქვას ცარიელიდან ორმაგ ექვსიანამდე. თითოეული მოთამაშე იწყებს 7 ქვით.
  2. პირველ დარიგებას იწყებს ყველაზე მაღალი დუბლის მფლობელი. საწყისი დუბლი სტავკაა; სხვა შემთხვევაში სტავკა ხდება დუბლი, რომელსაც ორივე მხრიდან მიედება ქვა.
  3. ქვა დადე შესაბამის რიცხვთან. ღია ბოლოების ჯამი თუ ხუთის ჯერადია, მოთამაშე ამ რაოდენობის ქულას იღებს.
  4. 1×1 რეჟიმში დარჩენილი ქვები ბაზარშია. როცა სვლა არ გაქვს, იღებ ბაზრიდან; ბოლო ორი ქვა არ აიღება.
  5. თანაბარი რიბის ქულები შემდეგ დარიგებაში გადადის. სამიზნე ქულაზე ასვლისას მიმდინარე დარიგება ბოლომდე თამაშდება; რიბის შემთხვევაში პარტია გრძელდება.
  6. 1×1 მატჩის დასაწყისში ერთ-ერთ მოთამაშეს მაინც უნდა ჰქონდეს დუბლი; წინააღმდეგ შემთხვევაში ქვები თავიდან რიგდება. ორივე რეჟიმში ხელახალი დარიგება ხდება, თუ ვინმეს 5 ან მეტი დუბლი ან ერთი რიცხვის შემცველი 6 ან მეტი ქვა დაურიგდა. დუბლი ერთ ქვად ითვლება.
  7. ერთ სვლაზე ზუსტად 35 ქულის დაწერა დაუყოვნებლივ იგებს მთელ მატჩს, ანგარიშისა და სამიზნე ქულის მიუხედავად. 2×2-ში იმარჯვებს დამწერის გუნდი.

დაიკავე ადგილი მაგიდასთან

მაგიდის შექმნისას აირჩიე მოთამაშეების რაოდენობა, სამიზნე ქულა და თამაშის ტემპი.

  1. შედი ანგარიშით ან აირჩიე სტუმრის რეჟიმი.
  2. შექმენი მაგიდა ან შეუერთდი თავისუფალ ადგილს.
  3. პირადი მაგიდიდან დააკოპირე მოწვევის ბმული და გაუგზავნე მეგობარს.
  4. როცა ყველა მონიშნავს „მზად ვარ“, თამაში ავტომატურად დაიწყება.
ლობიში შესვლა →

ხშირი კითხვები

როდის შემიძლია სტავკაზე მესამე მიმართულების გახსნა?

როცა სტავკის მარცხნივ და მარჯვნივ თითო ქვა უკვე დევს. ახალი ქვის რიცხვი სტავკას უნდა ემთხვეოდეს.

აქვს 2×2 მაგიდას ბაზარი?

არა. ოთხ მოთამაშეზე შვიდ-შვიდი ქვის დარიგებით მთელი კომპლექტი ნაწილდება.