shenisvla.ge
KA
ქართულიEnglish
☰
თამაშებიროგორ ვითამაშოდახმარება
KA
ქართულიEnglish

კონფიდენციალურობა

Google Analytics

შენი თანხმობით, როცა ანალიტიკა ჩართულია, საჯარო გვერდის მისამართი, ნახვა და თამაშის დაწყების ეტაპები გადაეცემა Google-ს. ანალიტიკის მოვლენებში არ შედის მომხმარებლის სახელი, ელფოსტა ან მოწვევის ბმული. ვიზიტების გასაზომად ბრაუზერში გამოიყენება ანალიტიკის cookies. არჩევანის შეცვლა შეგიძლია Cookies-ის პარამეტრებში.

სახელი, გვარი და ფოტო

ანგარიშისთვის ვინახავთ სახელსა და გვარს. თუ შესვლის სერვისი ელფოსტას გვიზიარებს, მას პროფილის საკონტაქტო ველში ვინახავთ. ეს ველი ჩანს მხოლოდ შენთვის და ადმინისტრატორისთვის. Google-ით ან Facebook-ით შესვლისას ვიღებთ მათ მიერ გაზიარებულ სახელსა და გვარს. რეგისტრაციისას ხელმისაწვდომ ფოტოს ვინახავთ პროფილის სურათად. ფოტო თამაშებშიც ჩანს და პროფილიდან შეგიძლია შეცვალო ან წაშალო.

ბოტებისგან დაცვა

როდესაც ჩართულია Google reCAPTCHA და მოქმედება საჭიროებს შემოწმებას, ბრაუზერი უკავშირდება Google-ს. Google ამუშავებს ტექნიკურ მონაცემებს, მათ შორის IP მისამართსა და ბრაუზერის სიგნალებს, ავტომატური მოთხოვნების გამოსავლენად.

ასაკის დადასტურება

რეგისტრაციისას ან სტუმრად თამაშის დაწყებისას ადასტურებ, რომ ხარ 16 წლის ან უფროსი. ვინახავთ დადასტურების დროსა და მიღებული პირობების ვერსიას. ახალ რეგისტრაციაზე დაბადების თარიღს არ ვითხოვთ. ადრე მითითებული თარიღი კვლავ გამოიყენება ასაკის შესამოწმებლად.

ხარვეზის შეტყობინებები

თუ თამაშიდან ხარვეზს გამოგზავნი, ადმინისტრატორი ხედავს შენს აღწერას, მოთამაშის და მაგიდის იდენტიფიკატორებს, თამაშს, დროს, ეკრანის ზომას და, თუ ხელმისაწვდომია, შესაბამის სვლას. ამ მონაცემებს ვიყენებთ ხარვეზის გამოსაკვლევად.

შენახვის ვადები

დასრულებული პარტიის სვლების ნახვა შესაძლებელია დასრულებიდან შვიდი დღის განმავლობაში ანალიზისთვის. შემდეგ პროფილში რჩება შედეგი და სტატისტიკა. მაგიდაზე დაშვების დასაფიქსირებლად ვინახავთ მოთამაშის ID-ს, პირობების ვერსიასა და მიღების დროს.

სარეზერვო ასლები

დაგეგმილ VPS სერვერზე სარეზერვო ასლი ყოველდღიურად შეიქმნება და თითოეული ასლის შენახვის ვადა შვიდი დღე იქნება. ეს ვადა აითვლება ასლის შექმნიდან.

ანგარიში და სტუმრის რეჟიმი

მაგიდაზე სხვა მოთამაშეები ხედავენ შენს სახელს და არჩეულ პროფილის ფოტოს. სტუმრის სესია თამაშს შენს ბრაუზერს უკავშირებს. ელფოსტით ანგარიშის შექმნისას სახელსა და ელფოსტას ანგარიშის სამართავად ვიყენებთ, პაროლს ჰეშის სახით ვინახავთ.

პარტიები და რეიტინგი

სვლები, შედეგები და მიტოვებული პარტიები გამოიყენება თამაშის გასაგრძელებლად, სტატისტიკისა და რეიტინგის გამოსათვლელად. ადმინისტრატორს შეუძლია დასრულებული პარტიის სვლებისა და მოთამაშეთა ხელების ნახვა საჩივრის ან ხარვეზის შესასწავლად.

სერვისის მიწოდება და უსაფრთხოება

თამაშისა და ანგარიშის ფუნქციებისთვის აუცილებელ მონაცემებს ვამუშავებთ შენთვის მოთხოვნილი მომსახურების გასაწევად. ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის ვზღუდავთ განმეორებით მოთხოვნებს. შესვლის გარე პროვაიდერის არჩევისას ავტორიზაცია მის სერვისშიც მიმდინარეობს. კოდების გასაგზავნად ელფოსტის მიწოდების სერვისს გადაეცემა ადრესატი და წერილი.

შენი უფლებები

შეგიძლია მოითხოვო ინფორმაცია, ასლი, გასწორება, წაშლა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაცემთა გადატანა. თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავებისთვის შეგიძლია თანხმობა გამოიხმო. მოთხოვნის ფორმა ხელმისაწვდომია ანგარიშიდან გამოსვლის შემდეგაც. შეგიძლია მიმართო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.