shenisvla.ge
KA
ქართულიEnglish
☰
თამაშებიროგორ ვითამაშოდახმარება
KA
ქართულიEnglish

SHENISVLA CLUB · 1×1 და გუნდური 2×2

ხუთკარტა ბურა ონლაინ

ითამაშე 1×1 ან მეგობართან ერთად 2×2.

უფასო · ანგარიშით ან სტუმრად · ჩამოტვირთვის გარეშე

გაეცანი თამაშს

როგორ ვითამაშოთ ბურა · 5 კარტა

მოიგე დარიგებები და მიაღწიე სამიზნე ქულას მარტო ან პარტნიორთან ერთად.

გაჭრა — მეტოქის ჯვრის დამას ჯვრის მეფე ჭრის. გატანება — თუ ყვავი კოზირი არ არის და იმავე დამაზე ყვავის ვალეტს ატან, ეს კარტები მეტოქეს რჩება.
  1. თითოეულ მოთამაშეს ხელში ხუთი კარტა აქვს. შესაძლებელია პირისპირ ან ორი ორკაციანი გუნდის თამაში.
  2. თუ შერჩეული კარტებით გაჭრაც შეგიძლია და გატანებაც, თავად ირჩევ პასუხს. როცა მხოლოდ ერთი პასუხია შესაძლებელი, თამაში მას ავტომატურად იყენებს.
  3. აღებულ კარტებში ტუზი 11 ქულაა, ათიანი 10, მეფე 4, დამა 3 და ვალეტი 2.
  4. დავი, სე, ჩარი, ფანჯი და შაში შესაძლებელია საკუთარი სვლისას, პასუხის გაკეთებამდეც. გაზრდის მაქსიმუმია 6 ქულა.
  5. დარიგების მოგებისთვის მატჩის ანგარიშს დარიგების ღირებულება ემატება. სამიზნე ქულამდე მისვლისას მატჩი სრულდება.
  6. ბურის ჩამოსვლა რაუნდს პირდაპირ ასრულებს. მოწინააღმდეგისგან საპასუხო სვლა აღარ მოითხოვება.
  7. ხუთი კოზირის შეგროვება დარიგების მოგებას ნიშნავს. მალიუტკის რიგით ან ურიგოდ გამოცხადების წესს მაგიდის შემქმნელი ირჩევს.

დაიკავე ადგილი მაგიდასთან

2×2 რეჟიმში თამაშის დაწყებამდე აირჩიე ადგილი და გადაამოწმე გუნდების განაწილება.

  1. შედი ანგარიშით ან აირჩიე სტუმრის რეჟიმი.
  2. შექმენი მაგიდა ან შეუერთდი თავისუფალ ადგილს.
  3. პირადი მაგიდიდან დააკოპირე მოწვევის ბმული და გაუგზავნე მეგობარს.
  4. როცა ყველა მონიშნავს „მზად ვარ“, თამაში ავტომატურად დაიწყება.
ლობიში შესვლა →

ხშირი კითხვები

რას ნიშნავს ხუთკარტა მალიუტკა?

ხელში ხუთივე კარტი ერთი არაკოზირი მასტის უნდა იყოს. რიგით რეჟიმში მას საკუთარ ჩამოსვლაზე აცხადებ.

როგორ შევქმნათ გუნდი?

შექმენი 2×2 მაგიდა და გაუზიარე ბმული დანარჩენ სამ მოთამაშეს. პარტნიორებმა ერთმანეთის პირდაპირ ადგილები აირჩიეთ.