shenisvla.ge
KA
ქართულიEnglish
☰
თამაშებიროგორ ვითამაშოდახმარება
KA
ქართულიEnglish

დომინოს წესები — ქულები, სტავკა და რიბა

გაიარე ერთი სვლა ღია ბოლოების დათვლიდან დარიგების დასრულებამდე. ნახე, როდის იხსნება სტავკის გვერდები და სად მიდის თანაბარი რიბის ქულები.

რა შეიცვალა შენი სვლის შემდეგ?

ვთქვათ, ჯაჭვის ბოლოებზე 3 და 4 ჩანს. თუ სამიანთან 3–6 დადე, ახალი ბოლოებია 6 და 4. ჯამი 10-ია და ამ სვლით 10 ქულას იწერ. რომ დაგედო 3–5, ჯამი 9 იქნებოდა და სვლის ქულას ვერ მიიღებდი.

როდის ემატება ახალი მიმართულება?

საწყისი დუბლი სტავკაა. ჯერ მის მარცხნივ და მარჯვნივ უნდა დაიდოს თითო ქვა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია ზემოთ ან ქვემოთ შესაბამისი რიცხვის მიერთება. სხვა დუბლს ჯაჭვის ნებისმიერ ადგილას ოთხი გასასვლელი არ აქვს.

რიბა და სამიზნე ანგარიში

როცა ვეღარავინ დებს ქვას და აღებაც შეუძლებელია, დარიგება იკეტება. შეადარე მხარეების ხელში დარჩენილი ქულები. თანაბრობისას დაგროვილი ქულები შემდეგ დარიგებაში გადადის. ჩვეულებრივ სამიზნის მიღწევის შემდეგ დარიგება ბოლომდე თამაშდება. ცალკე გამონაკლისია ერთ სვლაზე ზუსტად 35 ქულა — ამით მატჩს მაშინვე იგებ.

წესები და გზამკვლევები